„რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია სერიოზულად დაფიქრდება, არსებულ ფორმატში, გააგრძელებს თუ არა ჟენევის შეხვედრებში მონაწილეობას.
”რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო და რეალური შედეგების მიღება ამ ფორმატით არ ყოფილიყო შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ რუსეთის პოზიციები სრულიად აცილებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და ზოგადად დასავლური სამყაროს მოსაზრებებს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
კომენტარები