მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი, მიმემართა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებისთვის ბუდაპეშტში, სადაც საქართველოს სახელით გამოვედი; ვისაუბრე იმ ქვეყნის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები.
„საქართველო ერთგულია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მშენებლობის იდეისადმი და ამასთან ერთად იცავს საკუთარ უნიკალურ მემკვიდრეობას. ჩვენ განვაგრძობთ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპების მხარდაჭერას ამ ცვლებად სამყაროში“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძე – უმნიშვნელოვანესია ერებს ჰქონდეთ უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები
2025/05/29 14:58:13

ნანახია: 8 ჯერ