ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან, განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, გადაიტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.
საქართველო რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას სთავაზობს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.