ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ესეც შეპირებული რეპორტაჟი…
შეპირებული ფოტორეპორტაჟის თანხლებით…
📸 გენიალური ფოტორეპორტიორების, ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობის წევრების, ბადრი ვადაჭკორიას და დემიკო ლოლაძის ობიექტივმა სრულად ასახა იმ დღის სიდიადე, როცა მონატრებული კოლეგები შეხვდნენ ერთმანეთს.
👏🏼 გადაჭედილი დარბაზი, ბედნიერი სახეები, სრული ანშლაგი დარბაზში და რა თქმა უნდა, უბედნიერესი და გახარებული მთავარი გმირი საღამოსი…
🎉 საღამოს თბილისის საპატიო მოქალაქე, ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობის წევრი, “პიონერფილმის” უბერებელი ხელმძღვანელი, ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე უძღვებოდა.
🎉 სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ თავად საღამოს მთავარი გმირი ნანა ღონღაძე, იმდღევანდელი იუბილარი იმერი კავსაძე, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელები ნუგზარ ფოფხაძე და არჩილ გოგელია, ყველასთვის ცნობილი და პატიცსაცემი ჟურნალისტები დემიკო ლოლაძე, ჟურნალისტთა ფედერაციის მდივანი თამარ ბოლქვაძე, ხათუნა ჩარკვიანი, ნუნუკა გრძელიშვილი, თენგიზ პაჭკორია, “პიონერფილმელი” და დღეს უკვე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ანა ქაშიბაძე და სხვები…
📺 საღამოზე გაიხსენეს ქალბატონი ნანას მეუღლე, გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტი თენგიზ სულხანიშვილი…
გაიხსენეს სევდიანი ისტორიები…
🎥 ეკრანზე გადიოდა კადრები აფხაზეთის ომიდან, სხვადასხვა ჟურნალისტური რეპორტაჟებიდან და მოგონებების ცრემლებს ხშირად სიხარულის ცრემლები ცვლიდა.
ერთმანეთის მონატრებისა და შეხვედრის სიხარულით გამოწვეული ცრემლები.
🎤 საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ ნანა ღონღაძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება და დაჯილდოვდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით, ჯილდოები კი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ გიორგი მამაცაშვილმა და ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილემ, პრეზიდიუმის წევრმა ბონდო მძინარაშვილმა გადასცეს.
🎙️ სწორედ ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა დღეს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, შეუდარებელი ნანა ღონღაძე!
❤️ ქალბატონი ნანა ნამდვილად დამსახურებული ადამიანია, დამსახურებული მოღვაწეა და ჟურნალისტთა ფედერაციის პირველი ჯილდო ახალი თავმჯდომარისა და პრეზიდიუმის პირობებში სწორედ ღირსეულმა ჟურნალისტმა მიიღო!
🙏 კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით სტუმრებს, კოლეგებს, მეგობრებს და რა თქმა უნდა, თავად ქალბატონ ნანას!“, – წერს გიორგი მამაცაშვილი.