როდესაც შენს რეგიონში გეოპოლიტიკურად ასეთ ადგილზე ხარ, შენ სამეზობლოში ყველგან არის საომარი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, რომ საფრთხეები უდიდესია. 21-ე საუკუნეში ის ჰიბრიდული საფრთხეები, რომელიც ვნახეთ ჩვენ, განსაკუთრებით გამძაფრებულად გამოჩნდა 2022 წლის შემდეგ. სწორედ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტიკოსების და არჩეული ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ევროპაში გაორმაგებული ძალებით, ვიდრე ეს იყო ტრამპის ადმინისტრაციამდე აშშ-ში, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ სუს-ის ანგარიშზე საუბრისას.
„უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და დღეს ამ გამოწვევების მიუხედავად, ამ გამოწევების პარალელურად ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული ისე, როგორც არასდროს საქართველოს უახლეს ისტორიაში. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ისტორიით, თავისი შემადგენლობის თითოეული წევრით, მათი საქმიანობა ხშირად დაფარულია და იმის მეათედს ვერ ვიგებთ საზოგადოება თუ რა შრომის გაწევა უწევთ იქ მომუშავე ადამიანებს.
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სამსახურების გაძლიერება, მკაფიოდ დგომა, ცივი და პრაგმატული გონებით მართვა ქვეყნის, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის. ჩვენ მივდივართ ამ სამშვიდობო პოლიტიკით და სწორედ ასეთ გმირ სამსახურებზე დგას ჩვენი ქვეყანა. „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი ქვეყანა ივლის იმ სამშვიდობო კურსით, რომელიც აქვს არჩეული“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.