ყველა საკითხზე სრული კოორდინაცია გვაქვს, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას. ვატარებთ იმ ღონისძიებებს, რომ რაიმე ტიპის გამოწვევების წინაშე არ დავდგეთ, – განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ ახსენა ესკალაცია პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენისას იმ კონტექსტი, რომ ის, რაც ხდება ახლოაღმოსავლეთში, მეტად ზრდის საფრთხეებს რეგიონში.
„არ უნდა დაგვავიწყდეს რეგიონული უსაფრთხოება, რეგიონული კონტექსტი. ხშირად ხდება ხოლმე საქართველოს გამოცალკევება, რომ თითქოს რეგიონში მიმდინარე პროცესი საქართველოში არ აისახება. ნებისმიერ ესკალაციას აქვს ხოლმე კონკრეტული შედეგები მეზობელ სახელმწიფოებზე, რაც პირდაპირ აისახება ხოლმე პროპორციულად საქართველოზე. ყველა საკითხზე სრული კოორდინაცია გვაქვს, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას. ვატარებთ იმ ღონისძიებებს, რომ რაიმე ტიპის გამოწვევების წინაშე არ დავდგეთ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.