Starring Georgia-ს ეკოსისტემას კიდევ ერთი სივრცე „ციცინათელას პარკი“ შეემატა.
„ჩვენი გუნდის მიზანი დაარსების დღიდან იყო გურიის მხარეში ისეთი სივრცეების ცენტრალიზება, რომლითაც შევძლებდით რეგიონისთვის პოზიტიური ცვლილებების მოტანას. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჩვენი თითოეული პროექტით ყოველწლიურად უფრო და უფრო ვამტკიცებთ ამ მიზანს.
„ციცინათელას პარკი” ჩვენი ეკოსისტემის ქვეშ ახალი ზღაპარის თხრობას 28 ივნისიდან დაიწყებს. გელოდებით 18:00 საათიდან ყველას, ვისაც გსურთ ზღაპრის ნაწილი გახდეთ“, – აღნიშნულია Starring Georgia-ს განცხადებაში.
კომენტარები