საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაცია დაიწყო და ადამიანები, რომლებიც, პოლიტიკური ნიშნით არავის შეუვიწროებია მიუხედავად იმისა რომ ისინი დღემდე ვერ გამოვიდნენ გარე პოლიტიკური დირიჟორების ტყვეობიდან, ისევ საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობენ გამოცხადებულ კონკურსში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, რათა შექმნან ფონი, თითქოს მათ პოლიტიკურად ვინმე სჯის, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ისინი მთავრობას ემიჯნებიან, ჯანსაღ საკონკურსო პროცესში არ მონაწილეობენ და ქმნიან განწყობას, რომ მათ საჯარო სამსახურში დაკავებული პოზიცია არა საკუთარი ურჩობით არამედ პოლიტიკური ნიშნით დაკარგეს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაცია დაიწყო და ადამიანები, რომლებიც, პოლიტიკური ნიშნით არავის შეუვიწროებია მიუხედავად იმისა რომ ისინი დღემდე ვერ გამოვიდნენ გარე პოლიტიკური დირიჟორების ტყვეობიდან, ისევ საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობენ გამოცხადებულ კონკურსში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, რათა შექმნან ფონი, თითქოს მათ პოლიტიკურად ვინმე სჯის.
ისინი მთავრობას ემიჯნებიან, ჯანსაღ საკონკურსო პროცესში არ მონაწილეობენ და ქმნიან განწყობას, რომ მათ საჯარო სამსახურში დაკავებული პოზიცია არა საკუთარი ურჩობით არამედ პოლიტიკური ნიშნით დაკარგეს.
მათ მიერ ამ თემაზე, ინგლისურ ენაზე დაწერილი ვრცელი წერილები, მათი გარე პატრონებისთვის იწერება, რათა მათ წინაშე მოიხადონ ვალი და მათ დაანახონ რომ ისინი კვლავინდებურად მათ დირექტივებს ელოდებიან და საკუთარი ნებით უსამსახუროდ დარჩენილნი დაფასებას და ახალ პოზიციებს უკვე მათგან ელოდებიან.
მოკლედ რომ ვთქვათ დასაცინები არიან, მათ თითქოს უწყინარი წერილებით გაყიდეს საკუთარი თავი და აღიარეს, რომ ისინი არა ქართულ სახელმწიფოს, არამედ გარე პატრონებს ემსახურებიან და ესაუბრებიან“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.