2 ივლისიდან თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება.
„ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.
ხვალ, 2 ივლისს თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6:10 საათზე შესრულდება, ხოლო თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რეისი 8:45 საათზე გამოფრინდება.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია “ჯორჯიან ეარვეისის” გაყიდვების ოფისებში, პარტნიორ სააგენტოებში, ვებ-საიტზე www.georgian-airways.com
ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები