გიორგი რამიშვილის ოჯახის წევრის განცხადებით, დაკავებულს ჩანთები აერია და საკითხის პოლიტიკურად გამოყენება მიუღებელია.
გიორგი რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნებია ამოღებული. ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია რამიშვილის სახელზე, თუმცა არ ჰქონდა ტარების უფლება. მსგავსი შინაარსის წერილი გაავრცელა „სილქ როუდ“ ჯგუფმა.
კომპანიამ დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. რამიშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ.
„ერთადერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არავითარი პოლიტიკური[დაკავება] არ არის. საფრანგეთში ცხოვრობს ის და პარიზში ბრუნდებოდა. შეეშალა თვითონ ჩანთა“, – განუცხადა „ქრონიკას“ დაკავებულის ნათესავმა, რეჟისორმა დავით საყვარელიძემ.