თორნიკე რიჟვაძე, ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა პაციენტი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თვითმკვლელობამდე მიყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლებით, ამ უკანასკნელზე ბრალდებულის სახით ალექსანდრე ახვლედიანია დაკავებული, რომელსაც პროკურატურა ბრალს, სავარაუდოდ დღეს წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, კახეთში ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა.
კომენტარები