ევროკომისიის პრეზიდენტმა, რომში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის აღდგენის ევროპული ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოში უდიდესი სააქციო ფონდი იქნება და კერძო სექტორთან ერთად, აღნიშნული ფონდი უკრაინაში ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულისა და ორმაგი დანიშნულების სფეროებში ინვესტიციების განხორციელებას დაიწყებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ კი განაცხადა, რომ დღევანდელ კონფერენციაზე მათ უკრაინისთვის 10 მილიარდ ევროზე მეტის მოზიდვის ვალდებულება აიღეს.
კომენტარები