რასაც გვიბრძანებენ იმას არ ვაკეთებთ, მათი გავლენის სფეროდან ვართ გამოსული, ამიტომ არ მოსწონთ ევროპარლამენტარებს საქართველოს ეროვნული ინტერესი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ზურაბ მანჯავიძემ.
„წინააღმდეგობა გავუწიეთ ლგბტ ყბადაღებულ თემებზე, აგენტების კანონებზე, ასევე „ფარასთან“ დაკავშირებით. ერთადერთი, მთავარი ახსნა არის ის, რომ გამოვდივართ მათი დიდი ბიძების გავლენის სფეროდან და მათ დაქნეულ თითზე ცალ ფეხზე არ ვხტუნაობთ და კუდს არ ვუქიცინებთ, აი ამაზე არიან გაცოფებულები. მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, ეროვნული ღირსებით შემოსილ ადამიანებს, აქეთ გვეძახიან მონებს, რაც ძალიან სასაცილოა“, – აღნიშნა ზურაბ მანჯავიძემ.
კითხვაზე, რამ შეიძლება დაასრულოს ეს პროცესი, ზურაბ მანჯავიძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი ჩვენა გაუტეხლობამ უნდა დაასრულოს.
„ ბრძოლის შემდეგ დამარცხებული სპორტსმენები რომ მუშტებს იქნევენ და იქაჩებიან, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში არიან. უნდათ, რომ სრულად ამოწურონ თავიანთი რესურსები, რაც არის გაწერილი, გამოგზავნილი და დიდ ბიძიებთან აქვთ ანგარიშვალდებულებები.
ძალიან მინავლებისკენ არის სიტუაცია. ეს ჩვენ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს , მაგრამ ნელ-ნელა იწურება და ქუჩას ეტყობა კიდეც რა რაოდენობით და კატეგორიით გამოდიან. ჩვენი გაუტეხლობა გატეხს მათ წელში და მიხვდებიან, რომ ჩვენთან ბრძოლას ამ მიმართულებით აზრი არ აქვს და ჩვენთან მტრობას მეგობრობა სჯობს“, – აღნიშნა ზურაბ მანჯავიძემ.