აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომელთა ნაწილისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებების გაგზავნას მალე დაიწყებს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რეორგანიზაციის შედეგად ასობით სამუშაო ადგილი შემცირდება.
„მალე დეპარტამენტი დაუკავშირდება იმ პირებს, რომლებიც შემცირებაში მოყვნენ“, – აღნიშნულია მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის, მაიკლ რიგასის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაში.
რიგასმა განმარტა, რომ ამ ნაბიჯით დეპარტამენტი ყურადღებას პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილებს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა თებერვალში გამოსცა განკარგულება, რომლითაც სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს დიპლომატიური სამსახურის რეფორმირება დაავალა.
კომენტარები