საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე, მოადგილესთან, მარიამ ტაბატაძესთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს ეწვია, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამსახურის თანამშრომელთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გურამ ამირიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, სამედიცინო სერვისებისა და მედპერსონალის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
გელა გელაძემ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მედპერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა.