სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, დღეიდან მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45-ი დღით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას.
მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, დაინიშნა მუნიციპალური ავტობუსის დროებითი მარშრუტი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი შარკოვის თქმით, გამაგრებითი და შევსებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ. სადგური აღადგენს მგზავრთა მიღებას და გაგრძელდება უკვე სარეკონსტრუქციო პროექტით განსაზღვრული სამუშაოები მოპირკეთების ნაწილში.
„სადგური დაკეტილი იქნება 45 დღის განმავლობაში და ამ დროს შესრულდება მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის, თაღის, გამაგრებითი, აღდგენითი სამუშაოები. ამ თაღის მიღმა სივრცეები შეივსება სპეციალური ხსნარებით. შესრულდება დახრილი, საესკალატორო გვირაბის და თუჯის სამაგრი ელემენტების სრული რეაბილიტაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, სადგურის სრული ჰიდროიზოლაცია მოვახდინოთ, ამის შემდეგ გაიხსნება სადგური მგზავრთა მიღებაზე და გაგრძელდება უკვე სარეკონსტრუქციო პროექტით განსაზღვრული სამუშაოები მოპირკეთების ნაწილში“,- განაცხადა შარკოვმა.