ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ამჯერად, სააკაძის მე-2 შესახვევში 1 200 კვ.მ ფართობზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ტროტუარი.
მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 110 000 ლარია გათვალისწინებული.
კომენტარები