დამატებით ნაპოვნია ერთი გარდაცვლილი, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.
მისი თქმით, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი და ერთი ქალი.
„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, დამატებით ნაპოვნია ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, ერთი გარდაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს. შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებზე“, – აღნიშნა მან.
„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
კომენტარები