სტრასბურგის სასამართლოს ნდობა გვაქვს და მის ამ მითითებას ზედმიწევნით შევასრულებთ”,– ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
“ეს არის ძალიან ობიექტური დავალება იმიტომ, რომ როდესაც რაღაც საკითხი უნდა იყოს გამოკვლეული და სტრასბურგს გაუჩნდება კითხვები – სრულად იქნა გამოყენებული საქართველოს რესურსი ამ საქმეების გამოსაკვლევად?! მაშინ, მოუწოდებ ხოლმე საქართველოს ეს საკითხი დააზუსტე და სრულად გამოიკვლიე, ამიტომ ეს იყო სწორი მოწოდება და ამაზე სახელმწიფომ მოახდინა რეაგირება. დეტალურად გამოიკვლევს საქმეებს. ეს არის ძალიან კარგი, ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს ნდობა გვაქვს და მის ამ მითითებას ზედმიწევნით შევასრულებთ”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. რუსთაველის გამზირზე დღეს სამ მოწმეს გამოჰკითხავენ, ისინი აქციის დაშლის დროს დაზარალებულები არიან.