სიცრუის ის დონე, რომელიც გვიჩვენა ევროპარლამენტმა, სახელმძღვანელოებშია შესატანი, თუ როგორ მართავს „დიფ სთეითი“ მსოფლიოში ვითარებას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
„რასაკვირველია, ტყუილებზე უკან არ დაიხევენ. სიცრუის ის დონე, რომელიც გვიჩვენა ევროპარლამენტმა, სახელმძღვანელოებშია შესატანი, თუ როგორ მართავს „დიფ სთეითი“ მსოფლიოში ვითარებას. როგორ ცდილობენ, პატარა ქვეყნები, მათ შორის საქართველო ჩაითრიონ იმ უბედურებაში, რაც ევროპის შუაგულში დაატრიალეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია „გაყალბებულად“.
კომენტარები