ადმინისტრაციას, ამ შემთხვევაში, ჰქონდა და აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის იმის თაობაზე, თუ რას ეფუძნება მათი შეფასებები და ასე უაპელაციოდ, ხმამაღლა გაკეთებული შეფასება, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული, – განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი მტკიცებულებები ვერც იარსებებს იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ამ ბრალდებებში გაჟღერებული დარღვევები.
„როდესაც ასეთი ინსტიტუტი აკეთებს ასეთ შეფასებას, ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, ვინაიდან ასეთი ტიპის შეფასებებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეარყიოს, ზოგადად, ნდობა. მნიშვნელოვნად შეუძლია დააზიანოს წინასაარჩევნო პერიოდი“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
კომენტარები