გვაქვს აბსოლუტურად ოპტიმისტური მოლოდინი იმასთან მიმართებით, რომ ბატონი კახა, ისევე როგორც წინა ორ არჩევნებში, ამ შემთხვევაშიც არის უალტერნატივო კანდიდატი და მას ექნება ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება უკვე 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისის მერის არჩევნებში, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია კახა კალაძის კანდიდატურაზე, უპირველესად ანალიზი უნდა დავიწყოთ მის მიერ გასული 8 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობით.
„რასაკვირველია, როდესაც საუბარია ბატონ კახა კალაძის კანდიდატურაზე, უპირველესად ანალიზი უნდა დავიწყოთ მის მიერ გასული 8 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობით. იმ არაერთი პროექტით, რომლის განხორციელებამაც გახადა ჩვენს დედაქალაქში უფრო მეტად კომფორტული ცხოვრება, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გაამარტივა მუნიციპალურ სერვისებზე წვდომა, უფრო მეტად დაამშვენა, გაალამაზა ჩვენი დედაქალაქი.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბატონი კახა, ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი ფაქტია, რომ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რომელიც დღიდან დაარსებისა არის, შეიძლება ითქვას, ფრონტის წინა ხაზზე და ძალიან აქტიურად ემსახურება იმ მნიშვნელოვან ამოცანებსა და მიზნებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ჩვენს პარტიას აქვს გაცხადებული და დასახული. ამის გათვალისწინებით, რასაკვირველია ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ოპტიმისტური მოლოდინი იმასთან მიმართებით, რომ ბატონი კახა, ისევე როგორც წინა ორ არჩევნებში, ამ შემთხვევაშიც არის უალტერნატივო კანდიდატი და მას ექნება ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება უკვე 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისის მერის არჩევნებში“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა