წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს აარიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებების ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, ან სხვაგვარი მოტყუებით, დაისჯებიან ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი ოთარ ჩრდილელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლის მიხედვით, წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. სამხედრო სავალდებული სამსახურში გაწვევით გამოვლინდა მთელი რიგი პრაქტიკა, სადაც წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებების ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, ან სხვაგვარი მოტყუებით. კანონპროექტის მიზანია ზემოთ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა.