ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM), ვებ-საიტ Cert.lv-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ლატვიაში კიბერინციდენტების რაოდენობა თითქმის მესამედით გაიზარდა – მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში კიბერდანაშაულის 709 შემთხვევადა ფიქსირდა, რაც 28%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ყველაზე გავრცელებული საფრთხეები უცვლელი რჩება. ესენია: ფიშინგური ელექტრონული წერილები, თაღლითური ზარები და SMS შეტყობინებები, პოლიციის, ბანკების ან საგზაო უსაფრთხოების სამმართველოს სახელით გაგზავნილი წერილები და საინვესტიციო სქემები.
გაგზავნილი წერილები და საინვესტიციო სქემები. ხშირად, ახალგაზრდები პირველები არიან, ვინც თაღლითობის მცდელობებს აღმოაჩენენ და უმკლავდებიან ხოლმე – ისინი პირველები ეხმარებიან მშობლებსა და ხანდაზმულ ნათესავებს, რომ ფული არ დაკარგონ.
განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ ე.წ. „ფულის ჯორები“ (money mules). მათ გამო, უკანონო ფინანსების გათეთრების სქემების მსხვერპლი ხდებიან მოზარდები და არასრულწლოვნები, რომლებსაც მარტივი მოგების დაპირება იზიდავთ.
Cert.lv აღნიშნავს ვირუსული თავდასხმებისა და ბიზნეს-ელექტრონული ფოსტის რისკების ზრდას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ბევრი ინციდენტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა მთავარი, ელემენტარული წესების დაცვის შემთხვევაში, რომელშიც იგულისხმება მონაცემთა სარეზერვო ასლების შექმნა, სისტემის დროული განახლებები, რთული პაროლები და ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია.