ლევან მაჭავარიანმა საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაზრდილია.
„ძალიან მიახლოებულია ხოლმე შედეგი „გორბის“ კვლევასთან და წელსაც ასე იქნება. ჩვენი რეიტინგი გაზრდილია იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ რადიკალური ოპოზიცია მთლიანად გამარგინალებულია, მეორე მხრივ, რაც ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ს პრეზიდენტი, დადასტურდა უამრავი საკითხი, რაზეც „ქართული ოცნება“ ვბედავდით და ღიად ვსაუბრობდით.
ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იაზრებს იმას, რომ რა ნაბიჯებიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა იმ დღიდან, რა დღიდანაც უკრაინაში ომი დაიწყო, ყველა ნაბიჯი იყო უალტერნატივო. მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში არის მხოლოდ „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.