რეალურად ევროკომისიას არანაირი პასუხი არ აქვს. სინამდვილეში, მათ რომ ღიად დაასახელონ პირები, რომლებმაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს, ვინც ცდილობდა პოლიციელების დაწვას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისროდა, ის გვარები რომ მიიჩნიონ თვითნებურად დაკავებულებად, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება გამოუვათ, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რომელიც „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვასზე, ევროკომისიის პასუხს გამოეხმაურა. კერძოდ, თუ ვის მიიჩნევს ევროკომისია საქართველოში „თვითნებურად დაკავებულად“.
„რეალურად ევროკომისიას არანაირი პასუხი არ აქვს. სინამდვილეში, მათ რომ ღიად დაასახელონ პირები, რომლებმაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს, ვინც ცდილობდა პოლიციელების დაწვას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისროდა, ის გვარები რომ მიიჩნიონ თვითნებურად დაკავებულებად, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება გამოუვათ. იტყვიან, რომ ჩვენ ვითხოვთ დამნაშავე პირთა გათავისუფლებას, რაც მათ რეალურად არ სურთ. იმიტომაც გაურბიან პასუხს, მიუთითებენ გაფართოების ანგარიშს, სადაც ფაქტობრივად, ტყუილების მეტი არაფერი წერია.
ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკომისია, ევრობიუროკრატია საქართველოსგან ელოდება სრულ მორჩილებას. რეალურად, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის ნაცვლად მათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესი გააჩნიათ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვას ევროკომისია კონკრეტულ პასუხს არ სცემს. კითხვაზე, კონკრეტულად ვის მიიჩნევს ევროკომისია საქართველოში „თვითნებურად დაკავებულად“ და რა საფუძვლით ითხოვს მათ გათავისუფლებას, „ქრონიკას“ მისწერეს, რომ დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეუძლიათ.
