ხმა ერისა ხსნა გზისა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
”დღეს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა გურამ აბსანძემ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა და წარადგინა.
კანონიერმა ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა, რუსული რეჟიმის სახლში გასასტუმრებლად, ეს კი შეუქცევადი პროცესია!
ხვალ 4 ოქტომბერს, კანონიერი ხელისუფლება ქუჩაში გამოსულ თანამოქალაქეებს წინ გაუძღვება,რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლის ღვრა და უმტკივნეულოდ მოხდეს რუსული, ანტი-ქართული ხელისუფლების სრული დემონტაჟი.
ხვალ არავინ ირჩევს წინამძღოლ/ლიდერს,
ხვალ ყველა ლიდერი იქნება,მაგრამ კანონიერების და ლეგიტიმურობის ქოლგის ქვეშ.
ხვალ, დავანახებთ მსოფლიოს, რა შეუძლია ერთიან საქართველოს,რა შეუძლია კანონიერებას, რა შეუძლია ქართველს! მონობაზე გამარჯვების დღე!”