ამ ეტაპზე არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს, პროცესი კარგადაა ორგანიზებული, ამომრჩეველს ვისაც ვესაუბრეთ კმაყოფილები ჩანდნენ, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.
„ზოგიერთმა ისიც კი აღნიშნა, რომ წლევანდელი ხმის მიცემის პროცესი წინა არჩევნებზე უკეთესადაც კი არის ორგანიზებული. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ადგილობრივი არჩევნებია და არა საპარლამენტო, შესაბამისად ეგზისტენციალური კითხვებიც არ არსებობს. გაცილებით მშვიდი გარემოა. ცხადია ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც პარლამენტში მანდატი მოიპოვა, ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა ეს მათი თავისუფალი ნებაა. ხალხისგან გვესმის, რომ მათი ეს გადაწყვეტილება შეცდომაა. ყველა თანხმდება, რომ ამ არჩევნების ის შედეგები უნდა მივიღოთ, რაც იქნება“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.