“არჩევანი ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა, რადგან არჩევანი კეთდება ომსა და მშვიდობას შორის,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ მხარეს არის სიკვდილი და განადგურება, მეორე მხარეს კი სიცოცხლე და განვითარება.
“არჩევანი ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა, რადგან არჩევანი კეთდება ომსა და მშვიდობას შორის, ნგრევასა და აღმშენებლობას შორის. ერთ მხარეს არის სიკვდილი და განადგურება, მეორე მხარეს კი სიცოცხლე და განვითარება. ხმა მივეცით იმას, რომ ჩვენს მტრებს არასდროს ჰქონდეთ იმედი, რომ მათი გეგმები შესრულდება. ჩვენ განვაგრძობთ იმ გზას, რასაც 13 წელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ვაკეთებთ,”- აცხადებს სოზარ სუბარი.
კომენტარები