ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ „დღის ქრონიკაში“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„სხვადასხვა მედიასაშუალებით ავრცელებდნენ ნარატივს, თითქოს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს მოსახლეობა და განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული თბილისზე. მილიონზე მეტი ადამიანია მისული არჩევნებზე. ისეთი მაღალი აქტივობაა და ისეთ კონკურენტულ გარემოში ტარდება, ყველაფერი ცხადი და ნათელია. საერთაშორისო დამკვირვებლები, ვინც აკვირდებიან, ისინიც ამბობენ, რომ ძალიან მაღალი სტანდარტით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები.
მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს გულწრფელი თხოვნით მივმართო, ნურავის ხელში ნუ აღმოჩნდებიან ძალადობრივი მოქმედებების ინსტრუმენტები“, – აღნიშნა ქაჯაიამ.
კომენტარები