მოხარულები ვართ, რადგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდა, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ.
„ჩვენ დღეს კარგი გამოცდილება გვქონდა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვების დროს. რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით. საარჩევნო უბნების გახსნამდე დავრწმუნდით რომ ყველაფერი მზად იყო. საარჩევნო უბნები, პერსონალი სათანადოდ იყო მოწესრიგებული. პერსონალმა იცოდა როგორ უნდა ემუშავათ. ადგილზე იყვნენ ადგილობრივი დამკვირვებლებიც. საერთო ჯამში ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება. დაცული იყო კენჭისყრის ფარულობა, არ იყო არანაირი სირთულეები. ჩვენ ვესაუბრეთ საარჩევნო კომისიის პერსონალის წარმომადგენლებს და მათაც ძალიან კარგი გამოცდილება ჰქონდათ.
გულახდილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საარჩევნო კეთილსინდისიერება უმაღლესი სტანდარტით იყო დაცული და ქართველ ხალხს შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ დღევანდელ არჩევნებში გამარჯვებულები არიან ის ადამიანები, ვისაც ხმა მისცეს“, – აღნიშნა ანდრაშ ლასლომ.