რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული, ერთის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, მინდა, მას ჯანმრთელობა ვუსურვო, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„ჩვენ არაერთი გაფრთხილება გავაკეთეთ, რომ ნუ გადადგამდნენ ნაბიჯს ძალადობისკენ, რადგან ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება. ცხადია, ყველა მოძალადე იქნება დასჯილი სამართლებრივად, კანონის ფარგლებში ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. რაც შეეხება სამართალდამცველებს. არის რამდენიმე სამართალდამცველი დაშავებული, ერთის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მინდა, მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გამოჯანმრთელდეს. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო მას“, განაცხადა კალაძემ.
კომენტარები