ჩვენი ამოცანაა, რომ კანონიერება იყოს ამ ქვეყანაში და კონსტიტუცია კონსტიტუციობდეს. დამყარდება წესრიგი, პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი, ვინც ჩართული იყო ამ უმსგავსობის ორგანიზებაში, ყველა ის აგენტი, ვინც საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის იღვწოდა და ძალადობაზე წავიდა, ყველა ის ადამიანი, ვინც მზად არის სისხლი დაღვაროს, ოღონდ თავისი ბნელი იდეები სისრულეში მოიყვანოს მათი პატრონების შეკვეთით, – ასე შეაფასა განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა
როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, დიდი ხანია „დიფ სთეითი“ ამის ორგანიზებას ეწევა საქართველოში და აქაური აგენტურა მზად არის ამის აღსასრულებლად.
„აი ამასთან გვაქვს საქმე და ზუსტად ამაზე ლაპარაკობდა ჩვენი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომ დღეს უკვე იცვლება ქვეყნების ოკუპაციის ფორმები. ყველგან და ყოველთვის ჯარების გადასხმა არ ხდება. ძირითადად ამას აკეთებენ იმ პროვოკატორებისა და აგენტურის მეშვეობით, რომლებიც წლების განმავლობაში ინერგება ამა თუ იმ ქვეყანაში და საჭირო დროს ამოქმედდება და ჩასდის ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს. ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, რის გაკეთებასაც აპირებდნენ საქართველოში. უბრალოდ, დიდება უფალს, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა საქართველოში და ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.