მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 80 %-ზე მეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩვენებში „ქართული ოცნებას“ აქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი.
„მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 80 %-ზე მეტი. თითქმის დასრულებულია უკვე ხმების დათვლა, გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი 80 %-ზე მეტი და მივიღეთ დაახლოებით მილიონი ხმა. კიდევ ერთხელ მადლობა ამომრჩეველს და რა თქმა უნდა, გამარჯვება არის საფუძველი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები