შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის ორგანიზებისთვის დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
„გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, 5 ადამიანი არის დაკავებული. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცესში მიეცემა“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება, გეკა გელაძემ უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა“.
კომენტარები