პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„მინდა მივულოცო გამარჯვება მმართველ გუნდს, აბსოლუტურად ყველა, 64-ვე უბანზე. ასეთი იყო მოლოდინი და ის ციფრები, რომელსაც ჩვენ ვეცნობით, მარტო იმას ამბობს, რომ ნდობა მზარდია და ეს ლიდერშიპის ძალიან დიდი დამსახურებაა“, – აღნიშნა სულაბერიძემ.
ქალაქების მერების არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასწარი შედგები ასეთია: თბილისი – კახა კალაძე – 215083 ხმა, 71.612%, რუსთავი – ნინო ლაცაბიძე – 31276 ხმა, 91.972%, ქუთაისი – დავით ერემეიშვილი – 37779 ხმა, 85.686%, ფოთი – ბექა ვაჭარაძე – 14545ხმა, 100%, ბათუმი – გიორგი ცინცაძე – 42876 ხმა, 80.638%.
კომენტარები