საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა დივერსიული აქტებთან დაკავშირებით სუს-ის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება სახელმწიფოს სიძლიერე, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და ასეთი დანაშაულებრივი ფაქტები „უმალვე არის აღკვეთილი“.
„ეს დივერსიული აქტი, რომელიც სუს-მა აღკვეთა, რა თქმა უნდა დაკავშირებული იყო იმ დღესთან, როცა ეს ჯგუფი აპირებდა ხელისუფლების დამხობას და გადატრიალების მოწყობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ასეთი დივერსიული ფაქტის აღკვეთისთვის. ეს არის სახელმწიფოს სიძლიერე, სახელმწიფო ინსტიტუტები ასე ძლიერად მუშაობენ და ასეთი ფაქტები უმალვე არის აღკვეთილი“, – აღნიშნა რურუამ.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით“.