აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ოთხი ოქტომბრის აქციაზე, აქციის მონაწილეები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ახლა კი ბრძოლა სოციალურ ქსელში გრძელდება.
ამჯერად, ნანუკა ჟორჟოლიანი ნანა სანდერს ფულის მითვისებაში ადანაშაულებს.
“რამდენიმე თემას გავაერთიანებ ერთ სტატუსში.
1. Nanu Nana Sander – სად არის ემიგრანტების შეგროვებული ფული რითიც აქციის მონაწილეებისთვის და სტუდენტებისთვის აირწინაღები უნდა გეყიდა?
2. მურთაზს ვთხოვ დაასახელოს დონორი.
და მთავარი, გვახსოვდეს რომ თბილისს ყავს მერი, რომელიც მხოლოდ 20% მა აირჩია.“, – მიმართავს ჟორჟოლიანი სანდერსს.
კომენტარები