ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, „დიფ სთეითს“ აქვს კონკრეტული ინტერესი, ამაში ჰყავს ჩართული ევროპული ბიუროკრატია, რომ როგორმე საქართველოში მოხდეს მეორ ფრონტის გახსნა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, რეალური გახდება ურთიერთობების გადატვირთვა.
„ომის დასრულებაზეა დამოკიდებული პრინციპულად ურთიერთობების გადატვირთვა. ეს პროცესი გრძელდება. ჰქონდათ კიდევ ერთი დამხობის მცდელობა, გამოიყვანეს ევროკავშირის პრეს სპიკერი და მხარი დააჭერინეს დამხობის აქციისთვის. ესეც არის ომის გამოძახილი. ვიდრე ომი გრძელდება, „დიფ სთეითს“ აქვს კონკრეტული ინტერესი, ამაში ჰყავს ჩართული ევროპული ბიუროკრატია, ინტერესია, რომ როგორმე საქართველოში მოხდეს მეორ ფრონტის გახსნა და მანამდე ეს ინტერესი დარჩება, რომ არიონ საქართველოში ვითარება, შეცვალონ ხელისუფლება. ამიტომ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით ომის დასრულებას. როგორც კი ომი დასრულდება, ვფიქრობთ, რომ რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა რეგიონში, კონტინენტზე და ამის შემდეგ რეალური გახდება ურთიერთობების გადატვირთვა. სამი წელი არჩევნები აღარ იქნება, ხედავენ, რომ დამხობის მეხუთე მცდელობა ჩავარდა და შანსი აღარ აქვთ, სამი წელი არავითარი პერსპექტივა არ აქვს არც ადგილობრივ აგენტურას და არც მათ პატრონებს, რომ არიონ ეს ქვყანა. ერთი ვარიანტია, რომ მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილება და აქედანვე, ომის დასრულებამდეც იფიქრონ ურთიერთობების გადატვირთვაზე“, – განაცხადა პრემიერმა.