მთავარი რაც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში იკვეთება, გახლავთ ის, რომ ბიუჯეტი არის ყველა მიმართულებით მზარდი, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ეს არის ყველაზე პოზიტიური ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სოციალური პოლიტიკის საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტს, ინფრასტრუქტურის განვითარებას. ანუ, ეს არის განვითარების ბიუჯეტი, რომელიც ორიენტირებულია აგრეთვე შესაბამისი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების უზრუნველყოფაზე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
კომენტარები