გივი მოდებაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
”კიდევ ერთი ჭიათურაზე შეყვარებული კაცი წავიდა ჩვენგან -ჩვენი ქალაქის კოლორიტი და საპატიო მოქალაქე, გოჩა ნადირაძე.
ადამიანი, რომელსაც ჭიათურა განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ამ სიყვარულით ცხოვრობდა.
გოჩა ჭიათურის ნამდვილი კოლორიტი იყო -სწორედ იმ მნიშვნელობით, რასაც ეს სიტყვა გულისხმობს.
მასში შერწყმული იყო ქალაქის ტკივილიც და სიხარულიც, იუმორიც და სტუმართმოყვარეობაც, ხალხის სიყვარული და მათდამი პატივისცემა.
იცოდა კაცობის და მეგობრობის ფასი.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გოჩა ნადირაძის ოჯახს, ახლობლებსა და დიდ სამეგობროს.
მისი სახელი მუდამ დარჩება, როგორც ჭიათურისადმი სიყვარულით სავსე კაცის ცხოვრების მაგალითი.”
კომენტარები