საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ნიკო ნიკოლაძის ნათქვამს ციტირებს.
„მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, ვინ იყვნენ და საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ.
„ამბოხება დავიწყოთო“ – დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, როგორც თხას – ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ან ცოდნა, ან ახსნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ“.
დღეს ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
კომენტარები