საბერძნეთში, ქართველმა კაცმა სამი თვის ორსული ცოლი სახის არეში ჩანგლით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
38 წლის ქალს მხედველობის შესანარჩუნებლად ოპერაცია ჩაუტარდა. მედიის ცნობით, მის ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება. ის საავადმყოფოს მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილებაში მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ინციდენტი ორშაბათს გვიან ღამით მოხდა. ქართველი ორსული ქალი სისხლით დაფარული, სახის, ხელებისა და უცლის არეში სერიოზული დაზიანებებით, სასწრაფოდ გადაიყვანეს ატიკონის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.
ინციდენტის შემდეგ საავადმყოფომ მომხდარზე პოლიციას აცნობა. სავარაუდო თავდამსხმელი, 43 წლის კაცი ოთხშაბათს დილით კრიმინალური დანაყოფის თანამშრომლებმა დააკავეს.
ხელისუფლებამ დაკავებულ კაცს ბრალი სხეულის მძიმე დაზიანებისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წაუყენა, ის სავარაუდოდ, პროკურორის წინაშე უახლოეს დღეებში წარდგება.