ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ბრძნული ანდაზა, რომ “ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება.” ჩვენი უახლესი ისტორიაც ადასტურებს, რომ ქართული ციხე ხშირ შემთხვევაში სწორედ შიგნიდან ტყდებოდა.
რა თქმა უნდა ამისგან თავის აბსოლუტური დაზღვევა პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ, ისევ ჩვენს ანდაზას მოვიშველიებ – “ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს.”
შესაბამისად, ვიდრე ბაჩიაშვილს აქვს საშუალება განკარგოს ფული და თან დიდი ფული, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილს მოპარა, არც მომავალში ვართ სამწუხაროდ დაზღვეული მისგან მსგავსი ან უარესი სიურპრიზებისგან.
რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს აღიკვეთოს? ვფიქრობ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, მაგრამ აქ ამაზე მსჯელობას არ ვაპირებ. დავუტოვოთ ამ საკითხის მოგვარება მათ ვისაც ეს ეხება.”
კომენტარები