თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზეა დაბარებული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ რომელ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს ახალაია.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზეა დაბარებული.
კომენტარები