ოპოზიციას იმ დასავლეთში კი არ მივყავართ სადაც ღირებულებები (სამართლიანობა, დემოკრატია, თავისუფლება, ქრისტიანული მორალი და თანასწორობა) ბატონობდა, არამედ ცდილობენ ქვეყანა წაიყვანონ ერთხელ უკვე ევროპა-გამოვლილ ფაშისტურ-ლიბერალურ დასავლეთში, ვინაიდან თვითონაც ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები არიან, რაც დაამტკიცეს როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დღევანდელი დასავლეთის ანტიდემოკრატიული გამოვლინებები კარგად დაინახეს.
„პროდასავლური თუ პრორუსული
დღეს საქართველოში, ხელისუფლების ნებისმიერი ოპონენტი ცდილობს დაამტკიცოს, ყველა, ვინც უპირისპირდება ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, არის პროდასავლელი, მათივე მტკიცებით, უდავო ჭეშმარიტებაა, ის რომ ოცნების ხელისუფლება არის პრორუსული. ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, ჩვენი „ძალიან პროდასავლელი” მეგობრების შესახსენებლად ვიტყვით – პროდასავლური მენტალიტეტი აპრიორი გულისხმობს, რომ ნებისმიერი ხალხის დევნა ეროვნულობის ნიშნით არის ფაშისტური იდეოლოგიის გამოვლინება. სწორედ ამ იდეოლოგიის მიმდევრებად შეგვიძლია მივიჩნიოთ დღევანდელ საქართველოში ოპოზიციის, სახელით მოქმედი, დასავლეთიდან დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი ჯგუფები. მე-20 საუკუნეში სწორედ ფაშისტები დევნიდნენ ებრაელებს ეროვნული ნიშნით.
ახლა ვნახოთ, რაში გამოიხატება ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობა, საიდან ჩანს, რომ ის ასრულებს რუსეთის დავალებებს, როგორც ამას ჩვენი „პროდასავლელი” ოპოზიციონერები ამტკიცებენ. გავიხსენოთ, რომ 2012 წელს ბიძინამ და მისმა პარტიამ დაასრულეს არა მხოლოდ ანტიდემოკრატიული რეჟიმი, არამედ ნაცების სისხლიანი მმართველობა, რის შემდეგაც შეწყდა სისტემური წამებები და გაუპატიურებები, დასრულდა ნაცხელისუფლების მხრიდან ბიზნესების წართმევა, რეკეტი და ხალხის გაკულაკება, 100%-იანი გამამტყუნებელი განაჩენები და ა. შ, რაც ატარებდა ნაცების ხელისუფლების ანტიდემოკრატიულობისა და ანტიდასავლურობის ყველა ნიშანს.
ოცნების ხელისუფლების პირობებში დაიწყო ეკონომიკის გაჯანსაღება, გათავისუფლდა ბიზნესი და სასამართლო, ჯანდაცვამ დაიწყო ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც ნაცების დროს არ ფინანსდებოდა, ქვეყანამ აიცილა შიდა და გარე ომები, აიცილა ახალი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეები, მიაღწია უვიზო რეჟიმს ევროპასთან, მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, აქვს დისტანცირებული ურთიერთობა რუსეთთან. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას არ შეუწყვეტია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ტურისტებისთვის არ ჩაუკეტავს ქვეყნის კარები (ნაცების მმართველობის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად ხვდებოდა ხელგაშლილი საზღვარზე რუს ტურისტებს).
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხელისუფლება მეთოდურად ეხმარებოდა ომში მყოფ ქვეყანას უკრაინელი ლტოლვილების მიღებითა და მათზე ზრუნვის გამოვლენით, ასევე საერთაშორისო დონეზე ნებისმიერი პროუკრაინული რეზოლუციის მხარდაჭერით.
მაშ, რაში გამოიხატება ქართული ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის “პრო-რუსულობა”? პირველ რიგში იმაში, რომ სააკაშვილივით პირადად ან მისი მინისტრების საშუალებით უშვერი სიტყვებით არ შეურაცხყოფს რუსებს და რუსეთს. ნაცებისგან განსხვავებით ბიძინასგან ან მისი გუნდის წევრებისგან არ მოგვისმენია, რომ რუსები ფეკალიებსაც სიამოვნებით მიირთმევენ, რომ ისინი ღორები არიან, რომ მათი პრეზიდენტი ლილიპუტინია და ა. შ. გარდა ამისა, ოფიციალურად არ გავგზავნეთ ჩვენი მოხალისეები უკრაინის დასახმარებლად, არ გავხსენით აქ მეორე ფრონტი. ამის პარალელურად შემოვიღეთ საქართველოში ამერიკული ფარას ანალოგი გამჭვირვალობის კანონი. მივიღეთ კანონი, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს ოჯახის ინსტიტუტის დაცვას. ნაცებმა და მათმა დამქაშებმა ამ კანონებსაც „რუსული” უწოდეს.
ნაცოპოზიცია ცდილობს ამტკიცოს, რომ ხელისუფლების დამხობის მოწოდებებით მიმდინარე ძალადობრივი აქციები, რომელიც შესაბამისმა ორგანოებმა აღკვეთეს, იყო თურმე „მშვიდობიანი”. ძალადობისა და დამხობის აღკვეთასა და დამნაშავეების დასჯას, ოპოზიციისა და მათი გარე პატრონების მხრიდან ეწოდა “რუსული მეთოდები”. გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებიც თურმე იგივე „რუსული მეთოდებით” გაყალბდა.
ოცნების ოპონენტები შინ თუ დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება “რუსული მეთოდების”, ანუ რაღაც ჯადოსნური ჯოხის საშუალებით ახერხებს არჩევნებზე 300-400 ათასი ხმის მოპარვას ისე, რომ მტკიცებულებების კვალი არ დატოვოს, “რუსული მეთოდებით” დაშალოს ოპოზიციური მიტინგები სადაც მომიტინგეებისგან დაზიანებული პოლიციელებიც მრავლად არიან, ასევე რაღაცნაირად ისე მოახერხოს, რომ პროდასავლურად განწყობილ საქართველოს მოქალაქეებს ოცნება აარჩევინოს თითქმის 60%-ით. “რუსული მეთოდებია”ისიც, როდესაც ხელისუფლება დრონებით იღებს ხოლმე ოპომიტინგებს და არ აძლევს მათ საშუალებას, 5-10-ათასიანი მიტინგები 200-300-ათასიანად წარმოაჩინოს.
ჩვენ კი გვგონია, რომ ტვინების სისტემატური და მასობრივი გამორეცხვის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობას იმაზე კარგად ესმის ჭეშმარიტი და კლასიკური პროდასავლური ღირებულებების არსი და ფასი, ვიდრე ეს ბევრ დასავლეთში მცხოვრებ ექსპერტს თუ ბიუროკრატს წარმოუდგენია. დღეს დასავლეთში გაბატონებული ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით პროდასავლურობა გამოიხატება სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვით, იმის სისტემატური ხაზგასმით, რომ გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები, ტრანსგენდერობა და ერთი სქესის პირებს შორის სიყვარული ზუსტად ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც ჰეტეროსექსუალობა. ჰოდა, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ხედავს, რომ ნაცოპოზიციას იმ დასავლეთში კი არ მივყავართ სადაც ღირებულებები (სამართლიანობა, დემოკრატია, თავისუფლება, ქრისტიანული მორალი და თანასწორობა) ბატონობდა, არამედ ცდილობენ ქვეყანა წაიყვანონ ერთხელ უკვე ევროპა-გამოვლილ ფაშისტურ-ლიბერალურ დასავლეთში, ვინაიდან თვითონაც ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები არიან, რაც დაამტკიცეს როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს.
დღევანდელი დასავლეთის ანტიდემოკრატიული გამოვლინებები კარგად დაინახეს ჩვენმა მოქალაქეებმა, იმ დასავლეთის, რომელიც დაშორდა ევროპულ ღირებულებათა სტანდარტებს და გადაიხარა ბნელი წარსულისკენ, ფაშიზმისკენ, რაც შეფუთული აქვთ ლიბერალიზმის ბრჭყვიალა ქაღალდებით.
ამჟამინდელმა, რეალურად ფაშისტური აზროვნების ნაცოპოზიციამ კარგად იცის, რომ სიტყვის თავისუფლების, ეკონომიკის, აგრარული პოლიტიკის, ადამიანთა უფლებების, საკუთრების დაცვის, ჯანდაცვის, და სხვა საკითხებით ოცნების ხელისუფლებასთან შეჯიბრი (ანუ 9 წელი vs 13 წელი) მათთვის წამგებიანია, ამიტომ სჭირდებათ ცრუ რეალობის შექმნა და ამ მიზნით მოიგონეს ფორმულა – “ევროპა vs რუსეთი”. ამიტომ იმეორებენ თუთიყუშივით ისტერიულად, რომ “ქართველ ხალხს ევროპაში უნდა და ოცნებას კი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, რუსეთში მივყავართ”.
დიახ, ქართველ ხალხს უნდა სამართლიანობის, დემოკრატიის, თავისუფლების, ქრისტიანული მორალის და თანასწორობის მქადაგებელ და ამ ღირებულებების დამამკვიდრებელი და დამცავი იდეოლოგია, რასაც დღეს განასახიერებს უფრო ოცნება და არა ევროპა, ამიტომაც მოსახლეობის 80% ხმას აძლევს ოცნებას და ამიტომაც ეუბნება უარს უკვე მე-10 არჩევნებში ნაცების იდეოლოგიას, რომელიც დამყარებულია ბოროტებაზე, ხალხთა შორის სიძულვილის თესვაზე, ზიზღზე, ყველა ოპონენტის მტრად და მოღალატედ გამოცხადებაზე, ძალადობაზე, ტყუილზე და ცილისწამებაზე. ხალხი იმასაც ხედავს, რომ დღევანდელი ევროპის, ევრობიუროკრატები სწორედ სისხლს მოწყურებული ფაშისტური იდეოლოგიით გაჯერებული ოპოზიციის მოკავშირედ გვევლინებიან და არა ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების.
ჩვენი მოქალაქეები იმასაც ხედავენ, რომ ბევრწილად, სწორედ ამ ევრობიუროკრატების და ლიბერალფაშისტი ევროპელი პოლიტიკოსების დამსახურებაა ის უბედურება, რომელშიც ჩავარდნილია თანამედროვე უკრაინა, რომლის ქმედით და ეფექტურ დახმარებასაც ევროპა ვერ ახერხებს. დასავლეთმა ისიც ნათლად დაანახა ქართველ ხალხს, რომ სწორედ უკრაინის მსგავსი კოცონის დანთებას ცდილობდნენ და ჯერ კიდევ ცდილობენ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” და მათი აქაური დასაყრდენები ჩვენს ქვეყანაში.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის გონიერება და წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, საქართველოს მტრებს ჩვენი ქვეყნის ჩამოშლისა და განადგურების საშუალებას არ აძლევს“, – წერს კაკაბაძე.