„იმ საზოგადოებისთვის, რომელიც პატივს სცემს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, [მზია ამაღლობელისთვის 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემა] სირცხვილის ლაქაა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი დაისაჯა პოლიციელზე ხელის აღმართვისთვის და არა იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა უწევდა.
„ეს ქალი არ დასჯილა იმიტომ, რომ მას ვინმემ სიტყვის თავისუფლება შეუზღუდა და რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა უწევდა. იგი დაისაჯა იმ დანაშაულისთვის, რაც მოიცავს პოლიციელზე ხელის აღმართვას. ზედმეტი სპეკულაციები – ეტკინა თუ არ ეტკინა პოლიციელს და ლოყა გაუწითლდა თუ არ გაუწითლდა, არის აბსოლუტურად უადგილო, რადგან ეს იყო შეტევა სახელმწიფო ინსტიტუციის წარმომადგენელზე“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.