აშშ-ის სენატის მიერ 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ შესახებ ჩანაწერი ამოღებულია, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მეგობარი აქტი“ იმდენად არ ასახავდა რეალობას, რომ მისი ჩავარდნა გასაკვირი არ არის.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ „მეგობარი აქტის“ ჩავარდნა ერთ-ერთი კარგი ნიშანია ქართულ-ამერიკული ურთიერთობის პრაგმატულ ჭრილში გადასვლის.
„ეს აქტი იმდენად არ ასახავდა რეალობას და აცდენილი იყო რეალურ ფაქტებთან, რომ ჩავარდნა გასაკვირი ნამდვილად არ არის. ეს ფაქტი, ვფიქრობ, ერთ-ერთი კარგი ნიშანია იმის თუ როგორ ხდება ნელ-ნელა საღი აზრის გამოღვიძება და ურთიერთობების პრაგმატულ ჭრილში გადასვლა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.