სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალაობაში მონაწილეობის საქმეზე, გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს კი გირაო შეეფარდა.
პროცესზე მან უარყო ბრალდება და თქვა, რომ აქციის დაწყებიდან ბოლომდე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილი ექიმის ოჯახმა, გირაოს გადასახდელად თანხის შეგროვება ფეისბუკზე ითხოვა.
ჟურნალისტებთან საუბროსას გიორგი ჩახუნაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ ჩახუნაშვილი აქციაზე მის პროფესიულ მოვალეობას ახორციელებდა.
„იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უწევდა აქციის მონაწილეებს, ვინც გაზით მოიწამლა. ამიტომ, ამ მტკიცებულების არ გამოკვლევის ფონზე სასამართლომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატიმრო გირაო შეეფარდებინა“, – აღნიშნა ადვოკატმა.