პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი 4 ოქტომბერს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში დემონსტრანტების შეჭრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტი 2020 წელს ლიუბლიანაში, პრეზიდენტ იანშას წინააღმდეგ გამართული პროტესტს დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როდესაც დემონსტრანტებმა მოახერხეს სამთავრობო შენობის ეზოში შეჭრა, თუმცა შენობაში ვეღარ შევიდნენ.
“ზღუდეთდამპყრობლობა” – არაა თლა ქართული ფენომენი. უფრო სლავურია. ყოველ შემთხვევაში რუსულ ფოლკლორშია ასეთი გამონათქვამი: “რას მიყურებ, ვითარცა баран на новые ворота”. როგორც ჩანს, მსგავსი მზერა ახასიათებდა ჩვენს საპროტესტო “ცხვრის ფარასაც” პრეზიდენტის სასახლის შესასვლელი კარების წინ.
თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით ქართული “ზღუდეთდამპყრობლობა” უფრო სლოვენიური გამოცდილების მატარებელი იყო, როდესაც 2020 წლის ზაფხულში, პრემიერ იანშას მთავრობის წინააღმდეგ გამართული “საპარასკევო” ყოველკვირეული პროტესტის დროს, ლიუბლიანაში, რესპუბლიკის მოედანზე, პარლამენტის შენობის წინ – მსგავს პრეცედენტს ჩაეყარა საფუძველი.
რა მოხდა მაგ დროს 2020 წლის 12 ივნისს: პარლამენტის წინ აღმართული იყო დროებითი მეტალის ღობე. მორიგი საპროტესტო პარასკევის საღამო საათებში, აქციის მონაწილეთა ნაწილმა სცადა ღობის დაზიანება და გარღვევა – რამდენიმე დემონსტრანტმა გადალახა კიდეც ეს ბარიერი, მაგრამ შენობას ვეღარ მიუახლოვდა. პოლიციამ გამოიყენა ძალა, დააკავა მაშინ 7 ადამიანი, შენობის შტურმს ან შიგნით შეღწევას მაშინ ადგილი არ ჰქონია – საკუთრივ ღობის ნგრევა ჩათვალეს პროტესტანტებს მიღწეულ გამარჯვებად და ამას ზეიმობდნენ კიდეც.
ეს შემთხვევა იყო პირველი დაფიქსირებული ტიპური მაგალითი იმისა, როცა სამთავრობო შენობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება შემოიფარგლა მხოლოდ ღობის მოხსნითა და მის გადალახვით – შენობაში კი არავინ შეჭრილა. პოლიტიკურად კი ეს ქმედება სლოვენიის უახლოეს ისტორიაში შევიდა სახელწოდებით: „ბარიერის დამარცხება”. ასე რომ, აქაც კი ვერ გავხდით ორიგინალურები. აშკარად რაღაც ახალია მოსაფიქრებელი,”- წერს დავით ქართველიშვილი.